ხმის მიცემის პროცესი
Georgian Awards განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გამჭვირვალობას, სამართლიანობასა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას გამარჯვებულების გამოვლენის პროცესში, რომლებიც შეირჩევიან ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული საჯარო და გამჭირვალე ხმის მიცემის გზით, რაც უზრუნველყოფს, რომ აღიარება და გამარჯვება რეალურად ასახავს ხალხის ნებას.
ყველა ნომინანტს მიენიჭება „მაგთიკომის“ უნიკალური ნომერი. სწორედ ამ ნომერზე განხორციელებული ზარით საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა დააფიქსიროს მისი აზრი და ხმა მისცეს მის რჩეულს.
იმ ნომინანტს, რომელიც თავის ნომინაციაში ყველაზე მეტ ვალიდურ ხმას დააგროვებს, მიენიჭება გამარჯვებულის სტატუსი. ხმის მიცემის სრული პროცესი მკაცრად კონტროლდება, რათა დავიცვათ პროცედურის მაქსიმალური გამჭვირვალობა და ობიექტურობა. ხმის მიცემაში მონაწილეობით, ქვეყნის ყველა მოქალაქეს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა — წვლილი შეიტანოს საქართველოს სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე საუკეთესო პროფესიონალების აღიარებაში.
მიეცით ხმა თქვენს რჩეულს! თქვენი ხმა მნიშვნელოვანია — ერთად აღვნიშნოთ ქართული წარმატება!