გახდი Georgian Awards-ის
ასოციაციის წევრი

Georgian Awards ასოციაციის წევრობა ნიშნავს შემოუერთდეთ პროფესიონალების, ინდუსტრიის ლიდერებისა და ინოვატორების მზარდ საზოგადოებას.

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, გახდეთ ეროვნული პლატფორმის ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს წარმატების აღიარებას, სექტორებს შორის თანამშრომლობას და მხარს უჭერს ქვეყნის პროგრესს.

ასოციაციის წევრობა გაძლევთ შემდეგ შესაძლებლობებს:

• დაესწროთ ექსკლუზიურ ღონისძიებებსა და სემინარებს
• ჩაერთოთ ჟიურისა და საკონსულტაციო საბჭოებში
• გქონდეთ წვდომა საერთაშორისო დაჯილდოებების პლატფორმებთან
• მოხვდეთ წევრთა დირექტორატში და პარტნიორ მედიაპლატფორმებზე წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობას
• გქონდეთ პრიორიტეტული წვდომა სიახლეებთან და მონაწილეობა მომავალი დაჯილდოების ცერემონიალებში, კონფერენციებში, ინიციატივებსა და სპეციალურ პროექტებში. შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ წარმატების კულტურა საქართველოში.

Join us in shaping a culture of excellence in Georgia
გახდით იმ საზოგადოების ნაწილი, რომელიც აღიარებს წარმატებას, მხარს უჭერს ინოვაციას და განსაზღვრავს წარმატების ახალ სტანდარტებს საქართველოში!

როგორ გახდეთ ასოციაციის წევრი

1. წევრობის განაცხადის შევსება
შეავსეთ ოფიციალური წევრობის განაცხადის ფორმა
გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი პროფესიული გამოცდილება, სპეციალიზაციის სფერო და მოკლედ აღწეროთ, რატომ გსურთ გაწევრიანება ასოციაციაში. ეს ინფორმაცია დაგვეხმარება უკეთ გავიცნოთ თქვენი ინტერესები.

2.განაცხადის განხილვა და დამტკიცება
ყველა მიღებული განაცხადი განიხილება ასოციაციის მმართველი საბჭოს მიერ.
განხილვის პროცესი, როგორც წესი, გრძელდება 3 კვირის განმავლობაში, რა დროსაც მიმდინარეობს თქვენი პროფესიული მონაცემების და ასოციაციის ღირებულებებთან შესაბამისობის შეფასება. გადაწყვეტილების შესახებ მოგაწვდით შეტყობინებას ელ-ფოსტით.

3. რეგისტრაციის დასრულება და წლიური წევრობის მოსაკრებლის გადახდა
დამტკიცების შემდეგ, თქვენ მიიღებთ მისასალმებელ წერილს და დეტალურ ინსტრუქციას რეგისტრაციის დასასრულებლად.
ასევე მოგეწოდებათ ინფორმაცია წევრობის წლიური მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით, რაც მოგანიჭებთ სრულ წვდომას ასოციაციის ყველა სარგებელზე, ღონისძიებაზე და პროგრამაში მონაწილეობის უფლებებზე.

ჩვენ მივესალმებით პროფესიონალებს, ინდუსტრიის ექსპერტებს, მეწარმეებსა და აზრის ლიდერებს, რომლებიც მზად არიან თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის წინსვლაში.

x
შემდეგი ღონისძიება
18 ოქტომბერი, 2025
KA