ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა ქვეყნის სხვადასხვა სექტორში მოღვაწე გამორჩეული კომპანიებისა და პროფესიონალების დაფასება, აღიარება და დაჯილდოება.
ჩვენ გვჯერა, რომ მიღწევების აღიარება მხოლოდ ჯილდო არ არის – ეს არის მოტივაცია, რომელიც შთააგონებს ინდუსტრიებს, განაგრძონ განვითარება, დაარღვიონ წარმატების საზღვრები და შექმნან ღირებული პროდუქტები. საზოგადოების ჩართულობა და ობიექტურობა არის ჩვენი შეფასების კრიტერიუმი – სწორედ ამიტომ დაჯილდოებების პროცესი არის სრულად გამჭვირვალე და სამართლიანი.
ჩვენი მთავარი მიზანია ყურადღება გავამახვილოთ მათზე, ვისი წვლილიც ქმნის საქართველოს მომავალს: სოფლის მეურნეობის, ჰორეკას, სწრაფი მოხმარების პროდუქტებისა და ტექნოლოგიურ სექტორებში.
ჩვენი ხედვა
ჩვენი ხედვა გულისხმობს აღიარების მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ შეიქმნა “ჯორჯიან ევორდსი” - პლატფორმა, რომელიც საქართველოში ეძებს და აღიარებს, ეხმარება და ხელს უწყობს ინდუსტრიებში ინოვაციების დანერგვასა და განვითარებას.
ჩვენ გვჯერა, რომ მიღწევების აღიარება საზოგადოების ჩართულობის გზით შთააგონებს და მოტივაციას მისცემს სხავდასხვა სექტორში მომუშავე პროფესიონალებს.
დამფუძნებლები

ნატალი დოლიძე
თანადამფუძნებელი, სტრატეგიული ხელმძღვანელი
ბიზნესის განვითარების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სახელმწიფო სექტორში. წლების განმავლობაში იგი იკავებდა წამყვან პოზიციებს სხვადასხვა სამინისტროში, მათ შორის იყო ევროკავშირთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი და მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
ნატალია არის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, რომელიც ასევე ფლობს იურისტის კვალიფიკაციას ევროკავშირის სამართალში. მან დაამთავრა ვილნიუსის უნივერსიტეტის ევროკავშირის სამართლის ფაკულტეტი და წარმატებით აერთიანებს იურიდიულ ცოდნას კომუნიკაციისა და პროექტების მართვის პრაქტიკულ უნარებთან.
ნატალიამ 2023 წელს დააფუძნა „Med Award“ — დაჯილდოება რომელიც აღიარებს და აჯილდოებს გამორჩეულ ექიმებსა და კლინიკებს ქვეყნის მასშტაბით. „Med Award“-ის წარმატების შემდეგ, მან დააფუძნა „Georgian Awards“, რათა დაჯილდოების პრაქტიკა გაეფართოებინა ქვეყნის სხვა წამყვან ინდუსტრიებშიც და ხელი შეუწყოს ამ დარგებში მომუშავე პროფესიონალებისა და კომპანიების აღიარებასა და წახალისებას.
„Georgian Awards“-ის სტრატეგიული ხელმძღვანელის როლში, ნატალია აქტიურად მუშაობს პლატფორმის ხედვის განსაზღვრასა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაზე. მისი ლიდერობა ემყარება საერთაშორისო თანამშრომლობისა და უმაღლესი სტანდარტების ღირებულებებს, რაც „Georgian Awards“-ს აქცევს ქვეყნის წამყვან პლატფორმად ეროვნული წარმატებების აღსანიშნავად.
მარიამ ცაგურიშვილი
თანადამფუძნებელი, მარკეტინგის ხელმძღვანელი
მარიამ ცაგურიშვილი არის ციფრული მარკეტინგის ექსპერტი, რომელსაც აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება სხვადასხვა ბრენდთან მუშაობაში. ის წარმატებით აერთიანებს კრეატიულ სტრატეგიებსა და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს, რაც უზრუნველყოფს შედეგების მაქსიმალურ ეფექტიანობასა და გაზომვადობას.
მარიამი ხელმძღვანელობს Georgian Awards-ს მარკეტინგისა და კომუნიკაციების სტრატეგიას, რაც უზრუნველყოფს საჭირო ხილვადობას და აუდიტორიის აქტიურ ჩართულობას ყველა დაჯილდოების პროგრამაში. როგორც სრულფასოვანი მარკეტერი, ის გამოირჩევა ბრენდების მასშტაბირებითა და ისეთ კამპანიების შექმნით, რომლებიც ნამდვილად აღწევენ მიზნობრივ აუდიტორიამდე. მარიამი წარმატებით უძღვება როგორც გუნდების ფორმირებას, ისე ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიების განხორციელებას, კრეატიულობისა და ანალიტიკის ერთობლიობით.
მისი გამოცდილება მოიცავს შინაარსობრივ მარკეტინგს, 360° სარეკლამო კამპანიებს, ინფლუენსერ მარკეტინგს, სოციალურ მედიაში სტრატეგიულ საქმიანობასა და ი-კომერსს. მარიამს განსაკუთრებით დაინტერესებულია მონაცემებზე და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით იმისათვის, რომ აქტივობები იყოს ეფექტიანი და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული.
